გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


დისტანციური ლითოტრიფსიის სეანსის შემდეგ
  • კენჭების ფრაგმენტების იოლად გამოსაყოფად უხვად მიიღეთ სითხე (მაგ. ჩაი, მინერალური წყალი, კომპოტი, ლუდი). შესაბამისად ჩვენ გაცნობებთ, თუ სპეციალური ღონისძიებები იქნა საჭირო (მაგ. სპორტული ვარჯიშები). კენჭების ფრაგმენტების გამოძევება რამდენიმე დღეში ხდება, მაგრამ ზოგჯერ ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

    kcmdrkonqi

  • შარდს რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება შეერიოს ცოტა სისხლი, ეს ნორმალურია, მას არ სჭირდება სპეციალური მკურნალობა.
  • დანიშნული მედიკამენტები (მაგ. ანტიბიოტიკები) მიიღეთ რეგულარულად.
  • თუ ჩადგმულია სტენტი, უშუალოდ მოშარდვის შემდეგ შეიძლება შეიგრძნოთ სიმძიმის გრძნობა ან ტკივილი თირკმელში. ტკივილი მალე გაივლის, შეიძლება მისი მედიკამენტებით შემსუბუქება.
  • ახალი კენჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შარდის გამოკვლევა, აგრეთვე კენჭის ქიმიური ანალიზის წარმოება, რათა მიიღოთ სათანადო დარიგება.
  • გთხოვთ რეგულარულად ჩაატაროთ ექიმის მიერ რეკომენდირებული შემდგომი გამოკვლევები მის მიერ მითითებულ ვადებში.

გთხოვთ აუცილებლად დაუკავშირდეთ ექიმს:
  • შარდვის აქტის ძლიერი დარღვევებისას;
  • შარდში სისხლის ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში;
  • მოუხსნელი თირკმლის ჭვალის დროს;
  • ტემპერატურის მკვეთრი მომატებისას (38,5 C°), უშუალოდ სეანსის ჩატარების შემდეგ ამ პერიოდში მედიკამენტების შესაძლო ძლიერი ზემოქმედების გამო ნუ დაჯდებით საჭესთან, შინ გამყოლთან ერთად წადით, ნუ დალევთ ალკოჰოლურ სასმელებს.

agt_back