გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


გვერდითი მოვლენები

ESWL - არის ყველაზე ხშირად ხმარებადი, ნაკლებად ტრავმული და ყველაზე ეფექტური მეთოდი კენჭების მოსაცილებლად. მართალია, იშვიათად, მაგრამ მასაც აქვს სხვადასხვა გართულებები. შესაძლებელია მცირედი სისხლჩაქცევები კანის ან თირკმლის არეში, რომლებიც რამდენიმე დღეში თავისით ქრებიან ხოლმე.

hospital_nurse

დიდი სისხლჩაქცევები (ჰემატომები) თირკმლის კაფსულის ქვეშ ძალზე იშვიათია. ამ გართულების რისკი იზრდება სისხლდენისადმი მიდრეკლიების დროს ან სისხლის შედედების დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღებისას. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება დიდი ჰემატომის ოპერაციული მკურნალობა. ლიტერატურაში აღწერილია თირკმლის მოშორებაც კი, როგორც უკიდურესი გართულება, მაგრამ ჩვენს კლინიკაში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. 

თუ სეანსის შემდეგ კენჭის დაქუცმაცებული ნაწილი საშარდე გზებში ჩაიჭედა, შეიძლება შეგაწუხოთ ჭვალმა, რომლის კუპირება სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით შეიძლება. თუ პროფილიაქტიკის მიზნით სტენტს ჩავდგამთ, ტკივილი გამოხატული არ იქნება. 

მიუხედავად ანტიბიოტიკების პრევენციული მიღებისა, გამორიცხული არ არის საშარდე გზების ინფექცია ტემპერატურის მომატებით, რაც შეიძლება კენჭის დაშლისას გამონთავისუფლებული ბაქტერიებით იყოს გამოწვეული.

ძალიან იშვიათია სიცოცხლისთვის საშიში თირკმლის ანთება (უროსეფსისი), რომლის ალბათობა 0,1-1,0% შეადგენს. ამ შემთხვევაში შეიძლება კენჭის დაშლისას გამონთავისუფლებული ბაქტერიებით იყოს გამოწვეული.

თუ კენჭის მდებარეობის დადგენისთვის გამოიყენება რენტგენოკონტრასტული საშუალებები, მათდამი ზემოგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება დროებით თავი იჩინოს ქავილმა, ცხვირის ცემინებამ, კანზე გამონაყარმა, გულისრევამ ამ და სხვა ალერგიულმა რეაქციებმა. ძალიან იშვიათია ასეთ რეაქციასთან დაკავშირებით უფრო მძიმე მოვლენები მაგ. სუნთქვის და გულსისხლძარღვოვანი დარღვევები.

არც მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა თანამდევი ღონისძიებები (მაგ. ინექციები) არიან აბსოლიტურად უსაფრთხონი.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ კითხვა. ამის გაკეთება შესაძლებელია კონტაქტის განყოფილებაში.

 

agt_back