მენიუ
გამოკითხვა
რაში მდგომარეობს დისტანციური ლითოტრიფსიის მეთოდის არსი? |
ლითოტრიპტორი-აპარატია, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრომაგნიტურ დარტყმით ტალღოვან იმპულსებს, რომელთა სიხშირის და სიმძლავრის რეგულირებით ხდება კენჭების ფრაგმენტაცია. აპარატი აღჭურვილია ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური მოწყობილობით, რომელთა საშუალებით ხდება კენჭის იდენტიფიკაცია და დამიზნება. კენჭის დასაშლელად აუცილებელი სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია კენჭის (კენჭების) ზომაზე და მის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე. კენჭის ქიმიური შემადგენლობა შეიძლება იყოს შერეული ან მონოსტრუქტურული. შედარებით ადვილად იშლება შერეული შემადგენლობის კენჭები. სეანსებს შორის პერიოდი შეადგენს 7-10 დღეს.
|