გამოკითხვა

გაქვთ თუ არა გაკეთებული ლითოტრიფსია?


ESWL - ექსტრაკორპორალური დარტმითი-ტალღოვანი ლითოტრიფსია

რა არის შარდკენჭოვანი დაავადება?

KidneyStones

ეს ავადმყოფობა თავს იჩენს, როდესაც კენჭი ხელს უშლის შარდის გამოყოფას ან ჩაიჭედება შარდსადენ გზებში. შედეგები შეიძლება იყოს, მაგ. თირკმლის ჭვალი, საშარდე გზების ქრონიკული ანთებები, სისხლის მოწამვლა (უროსეფსისი), თირკლმისეული არტერიული ჰიპერტენიზია. ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაკარგვაც.

კენჭის თავისით (სპონტანური) გამოძევების ალბათობა მის ზომაზეა დამოკიდებული. თუ დაახლოებით 4 მმ-დე კენჭის გამოძევების შანსი საშუალოდ 80%-ს შეადგენს, 7 მმ-იანი კენჭის გამოძევების ალბათობა დაახლოებით 40%-ია. მასზე მეტი მოცულობის კენჭის გამოძევება კი ძალზე იშვიათია.

თუ კენჭები თავისით არ გამოძევდა, ისინი უნდა მოცილებულნი იქნენ. ამისათვის არსებობს სხვადასხვა მეთოდი კენჭების სიდიდის, მდებარეობისა და შემადგენლობის მიხედვით, მაგ:

  • კენჭების დაშლა მედიკამენტებით;
  • კენჭების დაშლა და მოცილება შარდსაწვეთიდან ინსტრუმენტების საშუალებით;
  • თირკმლის კენჭების მოცილება პუნქციით გარედან;
  • ღია ქირურგიული ოპერაცია;
  • თირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭების დაშლა დარტყმითი-ტალღოვანი იმპულსებით ორგანიზმის გარედან - დისტანციური ლითოტრიფსია (ESWL).

დღეისათვის მედიკამენტებით მხოლოდ წმინდა ურატული (შარდმჟავა მარილების) და ისიც მხოლოდ თირკმელში განლაგებული მცირე ზომის კენჭის დაშლაა შესაძლებელი.

ღია ქირურგიული ოპერაცია ავადმყოფის მუცლის ღრუს და გულმკერდის გვერდითი კედლის გაკვეთას, თირკმლის მენჯის ან შარდსაწვეთის გაჭრას, ნარკოზის აუცილებლობას მოითხოვს და ოპერაციის შემდგომ ტკივილებთან, სტაციონარში წოლასთან, შრომისუნარიოანობის ხანგრძლივ დაქვეითებასთან და შედარებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.. ამავე დროს ტრავმატულობის გამო მისი შესრულება ასაკოვანი და ზოგიერთი თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებისათვის შედარებით მაღალ რისკს წარმოადგენს.

agt_back